უფლის წყალობით შედგენილ იქნა ადამიანის უფლებათა სამოქალაქო დეკლარაციის ტექსტი, რომელიც შეგვიძლია გადმოვიწეროთ PDF ვერსიის სახით, ამოვბეჭდოთ და თანამოქალაქეებთან ერთად შესაბამისი პასუხისმგებლობა ავიღოთ უფლის, ერისა და სახელმწიფოს წინაშე!...

ყოველი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც გავიზიარებთ უფლებას და შევასრულებთ მოვალეობას უფლის, ერისა და სახელმწიფოს წინაშე, უფლის ნებით გავხდებით ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო პასუხისმგებლობის მექანიზმის განუყოფელი ნაწილი, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებთან ერთად თანაბრად გავიზიარებთ ძალაუფლებას, რომელიც ყოველ ადამიანს უფლისგან მოგვეცა დაბადებიდან, მთელი სიცოცხლის მანძილზე!...
გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948) საფუძველზე ყოველი ჩვენთაგანის ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზება და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში სახალხო სათათბირო ორგანოს დაფუძნება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების გაერთიანებას ნებისმიერი მოქალაქის მიერ წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხების გაზიარების მიზნით და საზოგადოების ძირითადი ნაწილის ჩართვას მოცემული საკითხების განხილვაში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და საკუთარი ხელისუფლებებისათვის მოქალაქეთა უმრავლესობის ნების დეკლარირებას...
აღნიშნული საქმიანობისათვის პირველი ნაბიჯი თითოეული ჩვენთაგანისთვის მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა და რასისა, ადამიანის უფლებათა სამოქალაქო დეკლარაციის გაცნობაა, განსაზღვრულ ადმინისტრაციულ და ლოკალურ ტერიტორიულ ერთეულებში დამფუძნებელი შეკრებების ორგანიზება, რომლის დღის წესრიგი იქნება: 1. ადამიანის უფლებათა სამოქალაქო დეკლარაციის გაცნობა, მიღება და 2. სამოქალაქო სათათბირო ორგანოს (სამოქალაქო დარბაზის) დაფუძნება. რის საფუძველზეც შესაბამისი ოქმი შედგება, რის შემდგომ აირჩევა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ოქმის შინაარსს გააცნობს ლოკალური ტერიტორიული ერთეულის ყოველ სრულწლოვან მოქალაქეს და შესაძლებლობას მისცემს ყოველ მათგანს ოქმის დანართში გამოხატოს საკუთარი ნება, მიიღოს დეკლარაცია და მხარი დაუჭიროს სათათბირო ორგანოს დაფუძნებას, რის შემდეგაც მოქალაქეთა უმრავლესობა მუდმივად იქნება მზად წარმოადგინოს განსახილველად და განიხილოს ყოველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის განხილვაშიც სრულწლოვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მონაწილეობის შემთხვევაში, განხილული თემები მოქალაქეთა უმრავლესობის ნების სახით, იქცევა მოცემული ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტად და უალტერნატივო აღსასრულებელ ამოცანად...
სანამ ყოველი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აქტიურად ჩაერთობა აღნიშნული სათათბირო ორგანოების დაფუძნებაში და შესაბამის მუშაობაში, ერთობლივად ვიწყებთ ახალი სოციალური ქსელის ფორმირებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, სადაც ყოველი პროფილი დარეგისტრირდება ერთჯერადად, საკუთარი ბიომეტრიული და საფინანსო რეკვიზიტებით და რეგისტრაციის შემდგომ საყოველთაოდ აქტუალური საკითხების განხილვა პარალელურად გადავა ონლაინ სივრცეში...
აღნიშნული სოციალური ქსელის ინტელექტუალური, ციფრული საკუთრება, რეკლამის და სხვა მატერიალური შემოსავლები იქნება საყოველთაო საკუთრება და რეგისტრირებულ მონაწილეთა აქტიურობისა და ჩართულობის მიხედვით, საყოველთაოდ შეთანხმებული წესებით განაწილდება საქმიანობაში ჩართულ, ციფრულ რესურსზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის...
ზემოთხსენებული იდეის განვითარების, საქმიანობის კოორდინაციის, სათათბიროების დაფუძნების, მათი მუშაობის და სოციალური ქსელის მშენებლობის ორგანიზაციული საქმიანობის მხარდასაჭერად მიიღება შემოწირულობები, რომლის შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე uplisneba@gmail.com
გაგვიზიარეთ თქვენი აზრები:
საიტის ადმინისტრაცია და სამუშაო ჯგუფი ერთდროულად მუშაობს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში და გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არ ამჟღავნებს შემადგენლობას, რათა არ დაირღვეს მოქალაქეებს შორის თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი: "რამეთუ ლიდერის გარეშე ყველა თანაბარი ვართ უფლის, ერისა და სახელმწიფოს წინაშე!..."